პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა - რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან

ნატო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და უნგრეთში ვიზიტი ქართულ მედიასთან შეაჯამა.

თავისუფლება, მშვიდობა, კეთილდღეობა - ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე ეს გზავნილები ხშირად ისმოდა. პეტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში მისი უნგრელი კოლეგის მიწვევით, ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მონაწილეობა მიიღო არაერთ ღონისძიებაში. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი ქართულ მედიასთან შეაჯამა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებებს დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაშიც ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იყვნენ.

უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერის მხრიდან ოფიციალურ მიღებამდე რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა. პეტერ მადიარმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო ღონისძიებები გუშინ უნგრეთის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა გახსნა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1956 წლის რევოლუციის გმირთა ხსოვნას. უნგრეთს საიუბილეო თარიღი ტრიბუნიდან მიულოცეს ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძე მოგვიანებით ასევე დაესწრო უნგრეთის პრემიერის სიტყვით გამოსვლას. პეტერ მადიარმა უნგრელ ხალხს და საზეიმო ღონისძიების სტუმრებს იმ მოედნიდან მიმართა, სადაც 70 წლის წინ უნგრეთის დროშიდან კომუნისტური გერბი ამოჭრეს. კოშუთ ლაიოშის მოედანზე, პარლამენტის შენობის წინ, ახლა სიმბოლურად სწორედ ასეთი დროშაა აღმართული. ღონისძიებას ბუდაპეშტში 100-მდე ქვეყნიდან ჩასული პოლიტიკური ლიდერი ესწრებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირაკლი კობახიძე უნგრეთში პეტერ მადიარს შეხვდა
  2. TV პირველიოპოზიციურიირაკლი კობახიძე პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები