პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის 27 წლის იუბილე მუხროვანში აღინიშნა, სადაც სამხედროები ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა
რუსთავი 2

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სარდლობის იუბილე მიულოცეს. სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროებს სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„სპეციალური ოპერაციების ძალები არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გამძლეობისა და სამშობლოსადმი შეუვალი ერთგულების სიმბოლო. ეს არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის მუდმივი საზრუნავია და ამ მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.

სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი შტაბის შენობა დაათვალიერეს, ასევე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები