საქართველოს ტრანსპორტის სექტორში, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგები დაფიქსირდა
თამარ იოსელიანის განცხადებით, სატრანსპორტო სექტორში რეკორდული შედეგები ფიქსირდება: ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 24%-ით, ხოლო რკინიგზით გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა.
საქართველოს ტრანსპორტის სექტორში, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგები დაფიქსირდა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 17 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.
რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც. 2026 წლის პირველ 10 თვეში რკინიგზით ჯამურად 12.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.
"2026 წლის 10 თვის მონაცემებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველა ტიპის ტრანსპორტთან მიმართებით გაზრდილია მონაცემები. შესაბამისად, ფიქსირდება ძალიან დადებითი ტენდენცია. უნდა ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც ნავსადგურებში, ასევე საავტომობილო ტრანსპორტში, სარკინიგზო ტრანსპორტში და ავიაციაში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია როგორც გემების ტონაჟი, ასევე გემების რაოდენობა, რომელიც შემოსული არის საქართველოს ნავსადგურებში. ეს ნათლად ასახავს ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზანს, რომ საქართველო იყოს საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი მარშრუტი, რომელიც, რა თქმა უნდა, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…