პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“საქართველოს რკინიგზამ” 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეიძენა

საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზამ“ 10 ახალი სამანევრო თბომავალი უშუალოდ მწარმოებლისგან შეიძინა, რითაც თბომავლების პარკს განაახლებს და სამუშაოებს უფრო ეფექტიანად მართავს.

“საქართველოს რკინიგზამ” 10 ახალი სამანევრო თბომავალი შეიძენა
POSTV

“საქართველოს რკინიგზამ” 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ამ შესყიდვით “საქართველოს რკინიგზა” თბომავლების პარკს განაახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “საქართველოს რკინიგზა” მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები