პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი: „ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი: გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი. მიუხედავად ძალიან კარგი ტენდენციებისა, მოდუნება არასდროს არის სწორი და გვჭირდება ახალი ინიციატივების, რეფორმების განხორციელება, რაზეც ყველა ეკონომიკური უწყება, ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ“

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე ცვლილებებით საქართველოს რკინიგზის წლიური შემოსავალი 80 მლნ ლარით გაიზრდება, ხოლო საქართველოს ფოსტა 20-მილიონიანი დავალიანების გასტუმრებას და მოგებაზე გასვლას შეძლებს.

პრემიერ-მინისტრი: „ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი: გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი. მიუხედავად ძალიან კარგი ტენდენციებისა, მოდუნება არასდროს არის სწორი და გვჭირდება ახალი ინიციატივების, რეფორმების განხორციელება, რაზეც ყველა ეკონომიკური უწყება, ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ“
POSTV

„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მოდუნება არასდროს არ არის სწორი და ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივების განხორციელება, რეფორმების განხორციელება, რაზეც ყველა ეკონომიკური უწყება, ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ ძალიან აქტიურად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი. ზოგადად, გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი.

ვისარგებლებ შემთხვევით და სამთავრობო ეკონომიკური გუნდის თითოეულ წევრს გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს. ამ ერთი წლისა და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სამინისტროში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში. მაგალითად, საქართველოს რკინიგზაში წელს გრძელდება ცვლილებების პროცესი და მარტო წელს, დამატებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს რკინიგზას წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მლნ ლარით გაეზრდება. ასევე გვისაუბრია ხშირად საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებზე. წამგებიანი იყო ეს ორგანიზაცია და წელს პირველად გახდება მომგებიანი. 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი ამ სახელმწიფო საწარმოს და არათუ ვალებს დააგროვებს, პირიქით, შეძლებს წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვალების გასტუმრებას და გავა საბოლოოდ მოგებაზე.

ენერგეტიკის სფეროში იყო არასწორი პროცესები, თუმცა აქაც ვითარება გადალაგდა და ვფიქრობ, შემდეგი წლები ენერგეტიკისთვის იქნება აღმშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი, ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, ეფექტიანი კანონმდებლობა, გვყავს ძლიერი სამთავრობო გუნდი. კარგი ტენდენციების მიუხედავად, მოდუნება არასდროს არის სწორი, გვჭირდება ახალი ინიციატივების, რეფორმების განხორციელება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება - „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები