პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას

საქართველოს რკინიგზა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გეგმით 2029 წლისთვის რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს და 30 მილიონ ტონას მიაღწიოს. მისი თქმით, რკინიგზის მოდერნიზაციაში 2 მილიარდი ლარი ჩაიდება.

მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას
რუსთავი 2

"რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. მოხარულები ვართ, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ ამ სექტორში უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი და ჩვენ უკვე გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურში და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში - უკვე 12%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც 12 წლის ისტორიული მაქსიმუმია.

"საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო საქართველოს რკინიგზის შემდგომ და მიმდინარე მოდერნიზაციაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა სრულად განახლდეს და გაფართოვდეს საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა.

"რას ემსახურება 2 მილიარდი ლარი - გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია - 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები