პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

საქართველოს რკინიგზა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღამტეხის მშენებლობა ზღვის აკვატორიაში გადავიდა, არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოების კი 96% უკვე შესრულებულია. პირველი გემის მიღება 2029 წელს იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო
რუსთავი 2

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ტალღამტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში გადავიდა, შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოები კი დასკვნით ფაზაშია.

კერძოდ, შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოების 96% შესრულებულია. რაც შეეხება უშუალოდ ტალღამტეხის მშენებლობას, ის უკვე ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოწყობილი მონაკვეთის სიგრძე 460 მეტრს შეადგენს, შესრულებულია სამუშაოების 34%.

სამუშაოები დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. აკვატორიის დაღრმავებისა და ტალღამტეხის მშენებლობის დასრულება 2027 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

სამუშაოებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია - ბელგიური Jan De Nul ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ახორციელებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი მხოლოდ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ მოიცავს. მისი განვითარება კომპლექსურ სატრანსპორტო სისტემას ითვალისწინებს, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას ერთიან ლოგისტიკურ ჯაჭვში გააერთიანებს.

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი, 17.7-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომლის ამოქმედებაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის ზრდას, საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონულ სატრანზიტო ფუნქციაში საქართველოს როლის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველი გემის მიღებასა და მომსახურებას 2029 წელს გეგმავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები