პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციის მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე არ დააკმაყოფილა; სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.

პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
რადიო თავისუფლება

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აცილება უბრალოდ იმის გამო, რომ ვინმეს მოსამართლე არ მოსწონს, ბიოგრაფია არ მოსწონს ან მისი განვლილი გზა, ეს არ წარმოადგენს მოსამართლის აცილების საფუძველს და ზოგადად სამართლებრივ საფუძვლებს“, - თქვა სხდმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

მან ასევე გაიხსენა თვითაცილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ დაყენებული თვითაცილების არდაკმაყოფილების შემთხვევა და მას „მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილება“ უწოდა.

პლენუმის შვიდივე წევრის აცილება მოითხოვა წინა ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანი წითლიძემ. მან წაიკითხა მოსამართლეთა ბიოგრაფია და შემდეგ თქვა:

„საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად...

მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა წითლიძემ.

მან მოსამართლეები კლანის წევრებად მოიხსენია, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გააფრთხილა.

მხოლოდ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა „ლელო - ძლიერმა საქართველომ“. პარტიის წარმომადგენლმა კახი სამხარაძემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი სერჟანტ როინ შავაძის საქმეში ზემდგომი პროკურორი იყო:

„ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი. 24 სექტემბერს შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ 3 დღეში დაინიშნა ეს ორი ახალი მოსამართლე. იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში, ამ ორი მოსამართლის თანამდებობაზე განმწესებით, რომელიც სწორედ მათ ხელში იყო, მათი გავლენის ქვეშ იყო და ეფექტური კონტროლი სწორედ მათ ხელში იყო, რომ ეს ორი წევრი დაენიშნათ სასამართლოში, მოიპოვეს სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის აცილება დასაბუთებულია“.

მოსამართლეების აცილების საკითხს დაეთანხმა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარიას საქართველოსთვის“ კი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიპლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე
  2. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  3. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  4. Facebookსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები