პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – არევაძე

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

მარიკა არევაძის განცხადებით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება: მას საკანში ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, რის შემდეგაც ტელევიზორი ჩამოართვეს. უფლებადამცველი სახალხო დამცველისგან პატიმრის დაუყოვნებლივ მონახულებას ითხოვს.

დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – არევაძე
ნეტგაზეთი

პოლიტიკოსი და უფლებადამცველი, მარიკა არევაძე აცხადებს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა პატიმარი გიორგი დავითაძე.

მისი განცხადებით, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.

„როგორც გიორგიმ მითხრა, საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება.

მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს, არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა)“ – წერს მარიკა არევაძე.

მისივე განცხადებით, ციხის დატოვების შემდეგ ნახა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მიაწოდა ინფორმაცია და მოითხოვა, რომ დღესვე მოინახულონ გიორგი დავითაძე.

გიორგი დავითაძის საქმე

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე.

პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიგიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
  2. ალიაოპოზიციური,, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს” – მარიკა არევაძე
  3. ფორმულაოპოზიციურიადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
  4. TV პირველიოპოზიციურიპატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა: ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია
  5. TV პირველიოპოზიციურისად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს
  6. TV პირველიოპოზიციურისექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა პენიტენციური სამსახური დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი დავითაძის დედა მისი შვილის სხვა ციხეში გადაყვანას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები