ბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა პენიტენციური სამსახური დატოვა
რუსთავის N6 საპატიმროს ბადრაგმა გიორგი ვარაბიოვმა, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პენიტენციური სამსახური დატოვა. უწყების განმარტებით, ის სისტემიდან საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ წავიდა.

რუსთავის N6 საპატიმროს საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში პატიმარ გიორგი დავითაძის შემოწმებაში მონაწილეობდა, ხოლო თავად დავითაძის განმარტებით, მონაწილე იყო მისდამი განხორციელებული სექსულურ ძალადობისა, სისტემაში აღარ მუშაობს.
დავდაპირველად ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ბადრაგი გიორგი ვარაბიოვი საპატიმროში აღარ მუშაობს, რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა პენიტენციურმა სამსახურმა.
უწყების ცნობით ის"თავისი სურვილით წავიდა სისტემიდან რამდენიმე თვის წინ". შეკითვხაზე უკავშირდება თუ არა ეს რაიმენაირად გიორგი დავითაძის საქმეს, პენიტენციურ სამსახურში არ პასუხობენ, ასევე უცნობია რამდენი ხნის განმავლოაბში მუშაობდა ვარაბიოვი პენიტენციურ დაწესებულებაში.
გიორგი ვარაბიოვი საბადრაგო სამსახურის ის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელსაც, როგორც გავრცლეებულ ვიდეოში ჩანს, სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
გიორგი დავითაძის საქმე
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში მოხდა მისი გაუპატიურება თითის გამოყენებით.
10 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დავითაძის ბრალდებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და დაადგინა, რომ პატიმრის წინააღმდეგ „პირადი შემოწმების მიზნით“ გამოყენებულ იქნა „იძულების პროპორციული ზომა“. გამოძიება შეწყდა.
პატიმარ დავითაძის ოჯახი მის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კერძოდ ლაითურის ციხეში გადაყვნას მოითხოვს. რადგან, მათი განცხადებით, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მას საფრთხე ემუქრება.
როგორც გიორგი დავითაძის დედა ირმა დავითაძე ამბობს, ადვოკატ მარიკა არევაძეზე დაყრდნობით "ბადრაგები ყოველ 10-15 წუთის ინტერვალით უღებენ ე.წ. კარმუშკას (კარის სარკმელი საიდანაც პატიმრებს საკვებს აწვდიან) და აგინებენ. ემუქრებიან ბავშვებით, რომ გააქრობენ, რის საპასუხოდაც გიორგიც აგინებს", პატიმრის დედის თქმით "უწყობენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ პროვოკაციას".
ადვპკატმა მარიკა არევაძემ გიორგი დავითაძის მონახულების სემდგ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ "გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს".
ციტატები სტატიიდან
„თავისი სურვილით წავიდა სისტემიდან რამდენიმე თვის წინ“
„ბადრაგები ყოველ 10-15 წუთის ინტერვალით უღებენ ე.წ. კარმუშკას (კარის სარკმელი საიდანაც პატიმრებს საკვებს აწვდიან) და აგინებენ. ემუქრებიან ბავშვებით, რომ გააქრობენ, რის საპასუხოდაც გიორგიც აგინებს“
„უწყობენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ პროვოკაციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.