პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა

საქართველოს პროკურატურა

ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება და საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. პარალელურად, პროკურატურამ დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით შეწყვიტა.

ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ფორმულა

ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები.

არევაძის თქმით, პატიმარმა უთხრა, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა.

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება !

გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.

როგორც გიორგიმ მითხრა:

- საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება;

- მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა).

გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი", - წერს არევაძე.

ცნობისთვის, პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ მასზე №6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. მსჯავრდებულის თქმით, დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს.

პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

პროკურატურის მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიგიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
  2. ალიაოპოზიციური,, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს” – მარიკა არევაძე
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიდავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – არევაძე
  4. TV პირველიოპოზიციურიპატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა: ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია
  5. TV პირველიოპოზიციურისად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს
  6. TV პირველიოპოზიციურისექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა პენიტენციური სამსახური დატოვა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს. როგორც გიორგიმ მითხრა: - საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება; - მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა). გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმარ დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები