,, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს” – მარიკა არევაძე
უფლებადამცველ მარიკა არევაძის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება — მას საკანში ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა და ტელევიზორი ჩამოართვა. არევაძემ მომხდარზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს აცნობა და პატიმრის დაუყოვნებლივ მონახულება მოითხოვა.

უფლებადამცველი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძეზე ინფორმაციას ავრცელებს:
,,ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება !
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.
როგორც გიორგიმ მითხრა:
– საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება;
– მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა).
გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი.“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაგიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
დავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – არევაძე
პატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა: ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია
სად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს
ბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა პენიტენციური სამსახური დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…