პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს

იუსტიციის სამინისტროტვ პირველი

პატიმრის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი გიორგი ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს, რაც პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. რუსთავის №6 ციხის პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ მასზე დეესკალაციის ოთახში დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს
TV პირველი

პატიმრის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ბადრაგი, გიორგი ვარაბიოვი სისტემაში აღარ მუშაობს. ინფორმაცია "პირველებს" პენიტენციურ სამსახურში ოფიციალურად დაუდასტურეს.

უცნობია, გაუშვეს თუ თვითონ დატოვა ციხეთა სისტემა 22 წლის კაცმა, რომელიც ცნობილ ვიდეოში ლატექსისი ხელთათმანით.

დღეს დილით ადვოკატმა მარიკა არევაძემ გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი დავთაძეზე ძალადობაში სავარაუდო დამნაშავე ყველა თანამშრომელი პოსტზე რჩებოდა გარდა ერთისა.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.

უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ამჟამად ყოფილი ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.

ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიგიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
  2. ალიაოპოზიციური,, გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს” – მარიკა არევაძე
  3. ფორმულაოპოზიციურიადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიდავითაძემ მითხრა, რომ საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – არევაძე
  5. TV პირველიოპოზიციურიპატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა: ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია
  6. TV პირველიოპოზიციურისად არის ბადრაგი ვარაბიოვი, რომელსაც პატიმარი ძალადობაში ამხელს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბადრაგმა, რომელიც პატიმარ დავითაძის საქმეში ფიგურირებდა პენიტენციური სამსახური დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება" - პატიმარი ყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები