პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამით უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. უწყების ცნობით, კონკურსის შედეგად სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში 207 სტაჟიორი შეირჩა.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა
რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო სექტორში სტაჟირება და საქმიანობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

2026 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, კონკურსის შედეგად, 207 სტაჟიორი შეირჩა. სტაჟირება სამთვიანია, 12 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და მონაწილეებს სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში ეთვლებათ.

2025 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 30-ზე მეტი სტაჟიორი დასაქმდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები