ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა და მათ კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა.

პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა
პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შერჩეულ 189 სტაჟიორს შეხვდა.

პაატა სალიამ ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათთვის პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.

მან სტაჟიორებს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პერიოდი, გამოიჩინონ ინიციატივა, დასვან კითხვები, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ უწყებების საქმიანობაში.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებადი სტაჟირებისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წელს მივიღეთ 190-მდე სტაჟიორი. გეტყვით, რომ 6 600-ზე მეტი მსურველი მონაწილეობდა და, მათ შორის, შერჩეული საუკეთესო ახალგაზრდები - ეს არის მნიშვნელოვანი წამოწყება და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რათა მათ პირველი ნაბიჯები გადადგან საჯარო სამსახურში და თავის პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებადი სტაჟირებისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წელს მივიღეთ 190-მდე სტაჟიორი. გეტყვით, რომ 6 600-ზე მეტი მსურველი მონაწილეობდა და, მათ შორის, შერჩეული საუკეთესო ახალგაზრდები - ეს არის მნიშვნელოვანი წამოწყება და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რათა მათ პირველი ნაბიჯები გადადგან საჯარო სამსახურში და თავის პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ,“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.