ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - შერჩეულმა კანდიდატებმა სტაჟირება პირველი ოქტომბრიდან დაიწყეს და სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო უწყებაში პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ
საქართველოში მთავრობის ინიციატივით დაწყებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერჩეულმა სტუდენტებმა და მაგისტრანტებმა პირველი ოქტომბრიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში სამთვიანი სტაჟირება დაიწყეს.

პროცედურა გაიარა, განაცხადი დაკმაყოფილდა და ახლა ირაკლი ენუქიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლის სტაჟირებას. სტუდენტი ამბობს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აუდიტორიაში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ სამუშაო გარემოში გამოცადოს.
ანალოგიური გზა გაიარა ინა ბანძელაძემ, რომელიც უკვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს. რამდენიმე თვის წინ კი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე იყო. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას აძლევს ინასთვის კარიერული განვითარების დასაწყისი აღმოჩნდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ჰქონდათ, სხვადასხვა სექტორში სულ 3000-მდე ვაკანსია გამოცხადდა. სხვა უწყებებთან ერთად ახალი კადრების მოლოდინშია ჯანდაცვის სამინისტროც.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო უწყებები მონაწილეობენ-გამონაკლისი არც აჭარაა. აჭარის საჯარო უწყებებში სტაჟირების სურვილი 532-მა სტუდენტმა გამოთქვა, მათგან 19 მონაწილე კი უკვე დასაქმდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 20%ით გაიზარდა.
შერჩეულმა კანდიდატებმა სტაჟირება პირველი ოქტომბრიდან დაიწყეს და სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო უწყებაში პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.