პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. პროგრამა ხორციელდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას.

გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

გივი მიქანაძემ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჯამში 94 ახალგაზრდა შეირჩა. 2025 წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ 30-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია - ბევრი სტაჟიორი დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები