ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში 207 სტაჟიორი შეირჩა, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძე
სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში - მიხეილ სარჯველაძერუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო სექტორში სტაჟირება და საქმიანობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

2026 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, კონკურსის შედეგად, 207 სტაჟიორი შეირჩა. სტაჟირება სამთვიანია, 12 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და მონაწილეებს სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში ეთვლებათ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 30-ზე მეტი სტაჟიორი დასაქმდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაჟირების პროგრამამ წელს მეტი ინტერესი გამოიწვია.

"სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. გვაქვს უფრო დიდი დაინტერესება და ამავდროულად მიღებაც განხორციელდა უფრო მასშტაბურად, ვიდრე შარშანდელ წელს.

ეს სასიხარულოა იმდენად რამდენადაც მაჩვენებელია ერთის მხრივ იმისა, რომ პროგრამა წარმატებულია და სწორედ ამან განაპირობა ალბათ გაზრდილი ინტერესი და მეორეს მხრივ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი კადრებისთვის, რომ ასპარეზი გაეხსნათ და შესაბამისად მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხელმისაწვდომობა საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობაზე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასიხარულოა, რომ წელს სტაჟირების პროგრამამ მეტი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. გვაქვს უფრო დიდი დაინტერესება და ამავდროულად მიღებაც განხორციელდა უფრო მასშტაბურად, ვიდრე შარშანდელ წელს. ეს სასიხარულოა იმდენად რამდენადაც მაჩვენებელია ერთის მხრივ იმისა, რომ პროგრამა წარმატებულია და სწორედ ამან განაპირობა ალბათ გაზრდილი ინტერესი და მეორეს მხრივ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი კადრებისთვის, რომ ასპარეზი გაეხსნათ და შესაბამისად მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხელმისაწვდომობა საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობაზე“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?