ზაალ ანჯაფარიძე: “პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს”
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩანს, რადგან მთავარი მთავრობის მიერ ხალხის მოსმენაა. მისი თქმით, პენსიამ მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს არსებული რეალობიდან გამომდინარე შეეძლო.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ – მინისტრის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს –
იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი, მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა – მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“, – წერს ანჯაფარიძე.
ციტატები სტატიიდან
„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი, მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა – მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.