ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ მეტრეველი: “მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია, დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ”

საქართველოს მთავრობა

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ და 415 ლარი გახდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 128 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ნიკოლოზ მეტრეველი: “მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია, დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ”
ნიკოლოზ მეტრეველი: “მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია, დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ”POSTV

“მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია, დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ და 415 ლარს მიაღწევს”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სასტიკი ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპით იზრდება, ხოლო ევროპის არაერთი სახელმწიფო სერიოზული ფინანსური, ენერგეტიკული და დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს მთავრობის მიერ საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს.

ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური გარემო არასტაბილურია და სახელმწიფოებს სულ უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ცხადია, ყველას კარგად გვესმის, რომ 415-ლარიანი პენსია ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ჩვენი უფროსი თაობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას.

საქართველოს პენსიონერები გაცილებით მეტს იმსახურებენ და საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება მომავალშიც სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად დარჩება.

ასეთ რთულ საერთაშორისო

ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საბოლოოდ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი, ჩვენი პენსიონერების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი მიზანი”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია, დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ და 415 ლარს მიაღწევს“
ნიკოლოზ მეტრეველი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?