ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პენსიების ზრდის ინიციატივის მთავარი ასპექტი არა მხოლოდ თანხის მატება, არამედ ხელისუფლების მხრიდან ხალხის მოსმენისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინების მზაობაა.

ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს
ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდესრუსთავი 2

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ - მინისტრის ინიციატივას, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ პენსიის ოდენობის მატებით არ უნდა შეფასდეს.

მისი თქმით, ამ ინიციატივის მთავარი ასპექტი ხელისუფლების მზაობაა, მოუსმინოს საზოგადოებას და გაითვალისწინოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

"მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა - მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე", - წერს ანჯაფარიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა - მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?