ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონია და დაინტერესდება, რატომ მოხდა ასე.

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"
პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"BM.GE

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე 2024 წელს გაკეთებული ფარული ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა.

“რატომ მოხდა ასე, ამითაც დავინტერესდები”, - ასე უპასუხა დღეს ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას, ხომ არ მოიკითხა პრემიერ-მინისტრმა სუს-ში შპს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელის დავით ორჯონიკიძის განცხადების ნამდვილობა.

საქმე ის არის, რომ "რადიო თავისუფლების" გამოძიების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების კომპანია "ბიტექსჩენჯის" მფლობელ დავით ორჯონიკიძეს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ ბიზნესმენმა ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს მიაწოდა. მოგვიანებით, ბიზნესმენმა და კომპანიის დირექტორმა ნანა ყეინიშვილის „შეთავაზება“ სუსთან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს. დავით ორჯონიკიძის თქმით, საუბრის ჩანაწერი სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მქონია ეს ინფორმაცია. სუსიდან ეს ინფორმაცია თავის დროზე არ მიმიღია. რატომ მოხდა ეს ასე, ამითაც დავინტერესდები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

BMG-მ ამ თემაზე შესაბამისი კითხვებით, დღეს სუს-საც მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ. BMG-ის მერ სუსში გაგზავნილი კითხვები:

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი სუს-თან შეთანხმებით ჩაწერეს. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულს?

დავით ორჯონიკიძე ასევე აცხადებს, რომ ნანა ყეინიშვილთან საუბრის ჩანაწერი სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულს და თუ - კი, რა მოიმოქმედა სუს-მა?

აპირებს თუ არა სუს-ი, ჩაატაროს შესაბამისი მოკვლევა და გაარკვიოს, სუს-ის რომელ თანამშრომელთან ჰქონდა დავით ორჯონიკიძეს კომუნიკაცია?

სუსი საერთოდ უარყოფს დავით ორჯონიკიძის კომუნიკაციას სუსის თანამშრომელთან? ანუ არაფერი იცოდით, რაზედაც დავით ორჯონიკიძე საუბრობს ჟურნალისტურ გამოძიებაში?

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძეს, იმპიჩმენტის წესით, ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოდან შესაძლო გათავისუფლებაზეც დაუსვა კითხვები.

"მე ჯერ ვერ ჩავერევი. ამას თავისი პროცედურა აქვს და თუ დაიძვრება ეს პროცედურა, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ მოხდა ასე, ამითაც დავინტერესდები“
ირაკლი კობახიძე
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მქონია ეს ინფორმაცია. სუსიდან ეს ინფორმაცია თავის დროზე არ მიმიღია. რატომ მოხდა ეს ასე, ამითაც დავინტერესდები“
ირაკლი კობახიძე
„მე ჯერ ვერ ჩავერევი. ამას თავისი პროცედურა აქვს და თუ დაიძვრება ეს პროცედურა, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?