საფუძველი გაუგებარია, გავარკვევთ - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების აკრძალვაზე
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვის საფუძველი გაურკვეველია და საქართველოს მთავრობა საკითხში გაერკვევა. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, აკრძალვა რამდენიმე ქართული კომპანიის ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ ნაწარმს შეეხო.

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტის აკრძალვას გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარე "ამ საკითხს გაარკვევს".
"ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით მიიღეს და არა ზოგადად ღვინის თუ სხვა სასმელების მიმართ. გასაკვირია, ჩვენთვის საფუძველი გაურკვეველია. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში გაერკვევა და ვნახოთ, იმედია, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, რადგან, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ამის საფუძველი გაუგებარია [...] რაიმე ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია [...]
საქართველოს მთავრობა ამ საკითხში გაერკვევა და ვნახოთ, შედეგი რა იქნება [...] მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს, რომ ამ მხრივ რუსეთთან გაერკვეს". - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ფიფიას თქმით, რუსეთში საქართველოდან სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვაც იგეგმება
10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის "ნაბეღლავის", იმპორტი აკრძალა.
კერძოდ, რუსეთი კრძალავს:
თელიანი ველის ღვინოს
თბილღვინოს ღვინოს
ძმები ასკანელების ღვინოს და კონიაკს
ვაინმენის ღვინოს
ქართული ლუდის კომპანიის ლუდს
საქართველოში დამზადებულ კოკა-კოლას
ნაბეღლავს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ
მთავრობა გაერკვევა ამ საკითხში – პაპუაშვილი რუსეთში ზოგიერთი კომპანიის პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე
[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი
პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…