გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვის საფუძველი გაურკვეველია და საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერკვევა. პარალელურად, მამუკა ფიფია ირწმუნება, რომ სანქციების სია კიდევ 2-3 ტალღით გაფართოვდება.

„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ“, - განუცხადა მან 12 ოქტომბერს ჟურნალისტებს შეკითხვაზე პასუხად პარლამენტში.
„გასაკვირი არის. საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველი არის. ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში“, - განაცხადა მან.
რა აკრძალა რუსეთმა
2026 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოში წარმოებული გარკვეული პროდუქციის ხარისხი დაიწუნა და პროდუქციის შეტანა „სანიტარული“ მიზნებით „დროებით“ აკრძალა.
ეს ეხება რამდენიმე დასახელების ლუდს, ღვინოს, კონიაკსა და მინერალურ წყალს.
"როსპოტრებნადზორმა" აკრძალვა დააწესა მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლაზე“; ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციაზე.
ეს ცნობილი სადამსჯელო ბერკეტია, რომელსაც რუსეთი პოლიტიკური მიზნებით იყენებს, - მათ შორის, სომხეთთან.
„იმედია, შეიცვლება“ - პაპუაშვილი
„ვნახოთ. იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 12 ოქტომბერს.
კითხვაზე, თუ როგორ გაერკვევა მთავრობა საკითხში, პაპუაშვილმა თქვა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“.
მან იქვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლის შესახებ ინტერპრეტაციები „სხვადასხვა აქტორისგან“ მოისმინა, თუმცა „ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“.
პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ თქვა, რომ აკრძალული კომპანიებისა და პროდუქციის სია თანდათან გაფართოვდება.
„კიდევ იქნება 2-3 ტალღა.. შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება“, - დაწერა მან ფეისბუკზე 10 ოქტომბერს;
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ქართული კომპანიების ნაწარმის შეტანის აკრძალვას გეგმავდა, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2026 წლის ივნისში გაავრცელა.
მაშინ მან რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ „ასაკრძალ“ კომპანიებს ბრალი ედებოდათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში.
„რისკები ევროკავშირშიც არის“ - პაპუაშვილი
12 ოქტომბერს ჟურნალისტების შეკითხვაზე, რუსეთის „ემბარგო უჩენს თუ არა განცდას ხელისუფლებას, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა“, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:
„რისკები რუსულ ბაზარზეც არის, ევროკავშირის ბაზარზეც არის, ყველგან არის. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, ხან მეორეგან სანქციები წესდება, ხან მეოთხისგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ“.
„ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველო, ბევრი რამ არის რისკის წარმომშობი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაში საფრთხეს ხედავს. მისი რეკომენდაციები იყო:
რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე;
რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.
ციტატები სტატიიდან
„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ“
„გასაკვირი არის. საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველი არის. ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში“
„ვნახოთ. იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში“
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“
„კიდევ იქნება 2-3 ტალღა.. შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება“
„რისკები რუსულ ბაზარზეც არის, ევროკავშირის ბაზარზეც არის, ყველგან არის. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, ხან მეორეგან სანქციები წესდება, ხან მეოთხისგან საზღვრების ჩაკეტვა უნდათ“
„ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორც საქართველო, ბევრი რამ არის რისკის წარმომშობი“
„ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“
„ემბარგო უჩენს თუ არა განცდას ხელისუფლებას, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.