რუსეთი დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, იმპორტს აკეთებს, ვიდრე საქართველოდან - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთში ქართულ ღვინოზე დაწესებული შეზღუდვები და დასახელებული არგუმენტები მხოლოდ საბაბია, რადგან მოსკოვი ევროკავშირიდან შვიდჯერ მეტ ალკოჰოლს ყიდულობს.
"რუსეთი დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, ვიდრე საქართველოდან" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ დასახელებული არგუმენტები მხოლოდ საბაბია.
"გავოგნდით და გვიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხი, რომელიც ამავე დროს თავად რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ახლა, როცა შეზღუდვა არის და ამ საკითხის გადაწყვეტა თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არის, ეს არ წყდებოდეს. ეს საბაბები, რაც ისაუბრა წარმომადგენელმა - ხარისხი, უკრაინის ომის თითქოს დაფინანსება და რიტორიკა, რუსეთი დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს შვიდჯერ მეტ ალკოჰოლურ სასმელს, იმპორტს აკეთებს, ვიდრე საქართველოდან. იმ ქვეყნებიდან, მათ შორის ლიეტუვადან, აქ ლიდერები ევროკავშირში არიან ლიეტუვა, ლატვია, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ა.შ. ანუ ქვეყნები, რომელიც პირდაპირ ანტაგონისტურად არიან განწყობილი, ლამის აცხადებენ, რომ ომში არიან ერთმანეთთან და თუ ვინმე აფინანსებს უკრაინის ომს, ისინი აფინანსებენ და თუ ვინმეს რიტორიკა აქვს, იმათ აქვთ რიტორიკა. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ საბაბი, ამიტომ ვამბობ, რომ სამართლიანი არ არის ეს განცხადება, მხოლოდ საბაბია.
როდესაც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბალტიის, პოლონეთის, სხვა ქვეყნებიდან საქართველოზე შვიდჯერ მეტი ალკოჰოლური სასმელი შეგაქვს იმპორტით, ახლა აქ მოტანა საბაბად, რომ თითქოს რომელიღაცა კომპანიამ რაღაც განაცხადა, ნუ ფაქტია, რომ ეს არის მხოლოდ საბაბი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…