ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვის ოფიციალურ დოკუმენტში შეზღუდვის მიზეზი პრაქტიკულად განმარტებული არ არის, თუმცა უწყებები გარკვევას შეეცდებიან.

[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი
[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერიBM.GE

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას რუსული ემბარგოს შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ნანახი აქვს, თუმცა კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზი იქ ნათლად არ არის განმარტებული. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ს საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებებს რუსულ მხარესთან კომუნიკაციაში არიან.

"ჩვენთვის წინასწარ ეს ინფორმაცია არ გაუზიარებიათ. ჩვენ ნანახი გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა, სადაც ძალიან ზოგადად არის განმარტებული მიზეზი, პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი. რაც შეეხება კომუნიკაციას, არის სათანადო არხები, მათ შორის სამინისტროს შესაბამისი რგოლი დაუკავშირდება თავის კოლეგებს, გავერკვევით ამ საკითხში და იმედი მაქვს შემობრუნდება ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.

საქმე ის არის, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე რამდენიმე კომპანიის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის შესახებ ქართულ მხარეს რუსული მხრიდან ოფიციალური საფუძველი არ მოუსმენიათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის წინასწარ ეს ინფორმაცია არ გაუზიარებიათ. ჩვენ ნანახი გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა, სადაც ძალიან ზოგადად არის განმარტებული მიზეზი, პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი. რაც შეეხება კომუნიკაციას, არის სათანადო არხები, მათ შორის სამინისტროს შესაბამისი რგოლი დაუკავშირდება თავის კოლეგებს, გავერკვევით ამ საკითხში და იმედი მაქვს შემობრუნდება ეს გადაწყვეტილება“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?