პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავრობა გაერკვევა ამ საკითხში – პაპუაშვილი რუსეთში ზოგიერთი კომპანიის პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე

ქართული ოცნებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რუსეთში ქართული სასმელების ნაწილის, მათ შორის ღვინის, ლუდის, კოკა-კოლისა და „ნაბეღლავის“ იმპორტი აიკრძალა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აკრძალვის საფუძველი გაურკვეველია და საქართველოს ხელისუფლება საკითხში გაერკვევა.

მთავრობა გაერკვევა ამ საკითხში – პაპუაშვილი რუსეთში ზოგიერთი კომპანიის პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე
ნეტგაზეთი

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია რა საფუძვლით მოხდა რუსეთში ზოგიერთი კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვა. მედიის ცნობით, რუსეთში „ნაბეღლავის“, საქართველოში წარმოებული კოკა -კოლის და რამდენიმე ქართული ალკოჰოლური სასმლის იმპორტი აიკრძალა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაერკვევა საკითხში. მან იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება:

„როგორც ვიცით, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ, რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით არის როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება მიღებული.

გასაკვირია, საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში.

ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“.

რაც შეეხება კითხვას, როგორ გაერკვევიან საკითხში, პაპუაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ „გაერკვეს მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან“.

RBC წერს, „როსპოტრებნადზორმა“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) რეალიზაციისთვის აკრძალულ სასმელებში დაადგინა „შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ასევე უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით“.

მედიის ცნობით, აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქციას:

„თელიანი ველის“ მიერ წარმოებული ღვინო;

„თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო;

„ძმები ასკანელების“ მიერ წარმოებული ღვინო და კონიაკი;

„ვაინმენის“ მიერ წარმოებული ღვინო;

„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდი;

საქართველოდან იმპორტირებული სასმელი კოკა-კოლა;

მწარმოებელ „წყალი მარგებლის“ მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 6
  1. BM.GEოპოზიციური"ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია" - პაპუაშვილი ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგოს შესახებ
  2. ტაბულაოპოზიციურისაფუძველი გაუგებარია, გავარკვევთ - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების აკრძალვაზე
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
  4. BM.GEოპოზიციური"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე
  5. BM.GEოპოზიციური[რუსული ემბარგოს] დოკუმენტში პრაქტიკულად არც არის განმარტებული მიზეზი | პრემიერი
  6. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: გაურკვეველია გადაწყვეტილების საფუძველი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე რუსეთის მიერ ქართული კომპანიების ნაწარმის იმპორტის აკრძალვაზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები