შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო - რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია იყო ზღაპარი, რომლის მიყიდვასაც პატარა ქვეყნებისთვის ცდილობდნენ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული სასმელების დაბლოკვის საფუძველი გაურკვეველია და საკითხში ხელისუფლება გაერკვევა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია ზღაპარი იყო და ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა.

რამდენიმე კომპანიის მიმართ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენთვის საფუძველი გაურკვეველია. ხელისუფლება გაერკვევა ამ საკითხში და იმედია გადაწყვეტილება შეიცვლება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოდან რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტის დაბლოკვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე დაუსვა კითხვა - „საშიშია როცა ჩვენი ეკონომიკა ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზეა დამოკიდებული და ამ საფრთხეებს ახლა მაინც თუ ხედავთ?“, რაზედაც პაპუაშვილმა თქვა, რომ რისკები ყველა ბაზარზეა.
„ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორიც საქართველო, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი, არამხოლოდ რუსეთში ვაჭრობა. ხედავთ, რომ ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს შეიცავს, სანქციებს ითხოვენ, ვხედავდით მუქარას მათ შორის ყულევის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. მსოფლიო პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი რომ ქვეყნები ერთმანეთთან მეგობრულ ყიჟინაში არიან. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, მეორეგან სანქციები წესდება, მესამეგან საზღვრების ჩაკეტვა უნდა ა.შ. ასე რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს რომ ყველაზე სარფიანი იყოს, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი გვეთქვა რუსულ ბაზარზე. ეკონომიკური ბერკეტები ბევრ ქვეყანას აქვს და ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, რომ გვქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც არავის მისცემს საბაბს რომ ბერკეტები გამოიყენოს და მეორე მხრივ მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედოს ბიზნესმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, ნახეთ ბოლო სტატისტიკა ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო. ხედავთ აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის შესახებ, რომ რუსული ნავთობი იყიდოს. რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია ეს იყო ზღაპარი, რომელსაც ცდილობდნენ პატარა ქვეყნებისთვის მიეყიდათ და საქართველო თავის დროზე კარგად მიხვდა, რომ ზღაპარი იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საშიშია როცა ჩვენი ეკონომიკა ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზეა დამოკიდებული და ამ საფრთხეებს ახლა მაინც თუ ხედავთ?“
„ქვეყნისთვის, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია, როგორიც საქართველო, ბევრი რამე არის რისკის წარმომშობი, არამხოლოდ რუსეთში ვაჭრობა. ხედავთ, რომ ევროკავშირში ვაჭრობაც თავის რისკებს შეიცავს, სანქციებს ითხოვენ, ვხედავდით მუქარას მათ შორის ყულევის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. ასე რომ, რისკები ყველა ბაზარზეა. მსოფლიო პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი რომ ქვეყნები ერთმანეთთან მეგობრულ ყიჟინაში არიან. ვხედავთ, რომ ხან ერთგან ტარიფები იზრდება, მეორეგან სანქციები წესდება, მესამეგან საზღვრების ჩაკეტვა უნდა ა.შ. ასე რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის და ეკონომიკური აქტორების ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ექნება შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს რომ ყველაზე სარფიანი იყოს, იქ უნდა იმოქმედოს ქართულმა ბიზნესმა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ უარი გვეთქვა რუსულ ბაზარზე. ეკონომიკური ბერკეტები ბევრ ქვეყანას აქვს და ეს არის პოლიტიკის მთელი მიზანი, რომ გვქონდეს ისეთი დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც არავის მისცემს საბაბს რომ ბერკეტები გამოიყენოს და მეორე მხრივ მაქსიმალურად სარგებლიანად იმოქმედოს ბიზნესმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს. რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, ნახეთ ბოლო სტატისტიკა ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო. ხედავთ აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქციების მოხსნის შესახებ, რომ რუსული ნავთობი იყიდოს. რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია ეს იყო ზღაპარი, რომელსაც ცდილობდნენ პატარა ქვეყნებისთვის მიეყიდათ და საქართველო თავის დროზე კარგად მიხვდა, რომ ზღაპარი იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.