ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმე

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმება ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მისი თქმით, ორგანიზატორებმა ქვეყანა გასწირეს, ახლა კი სუსტი ნებისყოფის გამო მოწყალებას ითხოვენ.

შალვა პაპუაშვილი: ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმე
შალვა პაპუაშვილი: ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმეიმედინიუსი

ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს, თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, ეს საერთო ჯამში აჩვენებს რა ხალხთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასების კომენტირებისას.

მისივე თქმით, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების გააზრებული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და მთელი ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე.

„რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა და როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გასწირეს ქვეყანა და ხალხი. დღეს, იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ორგანიზატორები არიან 4 ოქტომბრის და მათ მიმართ მოწყალების საკითხის მიმართ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ.

სჯობს ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. მე ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა და როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გასწირეს ქვეყანა და ხალხი. დღეს, იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ორგანიზატორები არიან 4 ოქტომბრის და მათ მიმართ მოწყალების საკითხის მიმართ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ. სჯობს ახლა აღიარონ და ამით კიდევ იქნება შესაძლებლობა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში. მე ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიოს. სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?