პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, მინისტრები კაია კალასის ხელმძღვანელობით საქართველოს მდგომარეობას განიხილავენ. დღის წესრიგში ასევე შედის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროკავშირის გაფართოების საკითხები.

12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
BM.GE

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

საქართველოს საკითხი საბჭოს სხდომის მიმდინარე საქმეთა ნაწილშია შეტანილი.

საბჭოს დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება იქნება.

ამასთან, ევროპელი დიპლომატები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.

გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების გავლენას გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე იმსჯელებენ კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
  2. ფორმულაოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
  4. BM.GEოპოზიციურიდღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები