პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მინისტრები პირველ არასაკანონმდებლო საკითხად საქართველოს მდგომარეობას განიხილავენ.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს
BM.GE

დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ.

საქართველოს საკითხი საბჭოს დღის წესრიგში მიმდინარე საქმეების ფარგლებშია შეტანილი და პირველი, არასაკანონმდებლო საკითხია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ასევე იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ევროკავშირის წევრების მიმართ ჰიბრიდული საფრთხეების გააქტიურებაზე.

დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრების მსჯელობის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე გაფართოებული ევროკავშირის გავლენა გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს, რომლის პრესკონფერენციაც სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
  2. ფორმულაოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
  4. BM.GEოპოზიციური12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები