პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი – დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს ძალიან მოკლედ განიხილავენ, თუმცა მას ექნება ინიციატივა, რომ იანვარში ქვეყნის შესახებ სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს.

კაია კალასი – დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
პირველი არხი

დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასმა ასევე ისაუბრა იმ თემების შესახებ, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავენ.

მისივე თქმით, განხილვის თემებს შორის არის ევროკავშირის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევა, რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.

„ჩვენ განვიხილავთ უცხოურ ჩარევას, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მთავარი თემაა ომი უკრაინაში. ასევე, რუსეთში ჩატარებული არჩევნები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მივესალმებით „ენერგეტიკულ ზავს“, როდესაც ის ძალაში შევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რუსეთს დაეცვას ზავი. რა თქმა უნდა, პირადად მე ასევე მივესალმებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავდეს ადამიანების დაღუპვის პრევენციას. აქ იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც, რომელიც ასევე შემოგვიერთება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ჰუსიტების მიერ აეროპორტებზე განხორციელებულ ესკალაციურ თავდასხმებს და ასევე, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. გუშინ, მე ასევე, ვესაუბრე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფაისალს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ლიბანში მისიასთან დაკავშირებით, შევქმნით ახალ მისიას ლიბანში, რომელსაც ექნება სამოქალაქო და სამხედრო საყრდენი“, – განაცხადა კალასმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური[მინისტრებს] შევთავაზებ, იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს - კაია კალასი
  2. ფორმულაოპოზიციურიკალასი: მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
  3. რუსთავი 2სამთავრობოჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ განვიხილავთ უცხოურ ჩარევას, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მთავარი თემაა ომი უკრაინაში. ასევე, რუსეთში ჩატარებული არჩევნები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მივესალმებით „ენერგეტიკულ ზავს“, როდესაც ის ძალაში შევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რუსეთს დაეცვას ზავი. რა თქმა უნდა, პირადად მე ასევე მივესალმებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავდეს ადამიანების დაღუპვის პრევენციას. აქ იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც, რომელიც ასევე შემოგვიერთება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ჰუსიტების მიერ აეროპორტებზე განხორციელებულ ესკალაციურ თავდასხმებს და ასევე, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. გუშინ, მე ასევე, ვესაუბრე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფაისალს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ლიბანში მისიასთან დაკავშირებით, შევქმნით ახალ მისიას ლიბანში, რომელსაც ექნება სამოქალაქო და სამხედრო საყრდენი“
კაია კალასი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები