ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მინისტრები საქართველოს საკითხს, რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ჰიბრიდული მოქმედებების კამპანიას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული და სულ უფრო მწვავდება. დისკუსია შეეხება რუსეთის მიერ ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის რეაგირებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხებს.
განხილვამდე მინისტრები მოსაზრებებს გაცვლიან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან.
საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით კი ნაოსნობის თავისუფლების საკითხს.
გარდა ამისა, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…