პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც კაია კალასი უხელმძღვანელებს, მინისტრები უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ალია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, – ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ჰიბრიდული მოქმედებების კამპანიას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული და სულ უფრო მწვავდება. დისკუსია შეეხება რუსეთის მიერ ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის რეაგირებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხებს.

განხილვამდე მინისტრები მოსაზრებებს გაცვლიან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან.

საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით კი ნაოსნობის თავისუფლების საკითხს.

გარდა ამისა, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხსაც განიხილავს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
  3. BM.GEოპოზიციური12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
  4. BM.GEოპოზიციურიდღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კალასი: მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები