დონალდ ტრამპი: ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას, სჯობს, ეს შეწყვიტოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რადგან ეს დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარსა და ამერიკელ ფერმერებს პრობლემებს უქმნის.

ზელენსკის სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ჯობია უკრაინის პრეზიდენტმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.
„მას ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ეს არ ისურვა. ჩვენ ვუთხარით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, რადგან ეს მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. მე მას ვუთხარი: „აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს. ქარხნებს არ დაარტყა“. მან დარტყმები მაინც განახორციელა. ის ჩვენს ფერმერებს ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ნამდვილად სჯობს, ეს შეწყვიტოს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„მას ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ეს არ ისურვა. ჩვენ ვუთხარით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, რადგან ეს მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. მე მას ვუთხარი: „აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს. ქარხნებს არ დაარტყა“. მან დარტყმები მაინც განახორციელა. ის ჩვენს ფერმერებს ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ნამდვილად სჯობს, ეს შეწყვიტოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.