პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის სურს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს.

ზელენსკის სურს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შეერთებულმა შტატებსა და რუსეთს შორის ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკის სურს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა:

"ზელენსკის ამ ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო. მან ამის გაკეთება არ არჩია. ზელენსკის სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას, სჯობს, ეს შეწყვიტოს
  2. ტაბულაოპოზიციურიზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკიმ დაასახელა პირობები რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები