პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეაჩერებს. მანამდე დონალდ ტრამპმა ზელენსკის ამ ქარხნებზე იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს
ტაბულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება - უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, რუსეთი კი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

"ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ რუსეთი. უკვე დღესვე შესაძლებელია ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული", – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

"ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს", - თქვა ტრამპმა.

ტრამპი: ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის სურს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას - ტრამპი
  2. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას, სჯობს, ეს შეწყვიტოს
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები