დონალდ ტრამპი - არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს - ზელენსკის ომის დასრულება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ სურს მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდიდან ჩამოშორება. ამასთან, იგი ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მას ომის დასრულება არასდროს სურდა.

რუსეთთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია -რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მშვიდობის დამყარებაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და არ მსურს ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს, სულელურად, მოლაპარაკების მაგიდას მოაცილებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის — მძევლებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც! ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს; მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ! რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: რუსეთი ძალიან ცოტას (თუ საერთოდ რამეს) აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად - იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო. მსურს, ვითარება ასეც დარჩეს და ასეც იქნება, თუკი გზაზე სულელი ადამიანები არ გადამეღობებიან”, - აცხადებს ტრამპი.
მისი მტკიცებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები მსოფლიო ბაზრებს სერიოზულ ზიანს აყენებს.
“ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს; მან იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის - აშშ-ის ბაზარსაც. ამის გამო დიდად ზარალდებიან ფერმერები, მეცხოველეობით დაკავებული პირები და სხვადასხვა სახის ბიზნესი, თუმცა რუსეთი, ამის მიუხედავად, მსოფლიოს მილიონობით ბარელ დიზელს დაბალ ფასად აწვდის. ზელენსკის ეს არ ადარდებს. გულახდილად რომ ვთქვათ - იმ თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას, როგორც ცნობილია, ევროპა ურიცხავს, და იმ ფულისა, რომელიც მას თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა”, - წერს ტრამპი.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება არ სურს და არც არასდროს სურდა.
“მას ამ ომის დასრულება არ სურს და, ალბათ, არც არასდროს სურდა. ორი წლის წინ მას შეეძლო, ბევრად უკეთესი შეთანხმებისთვის მიეღწია, ვიდრე ახლა შეუძლია. მისი ქვეყანა ნანგრევებად არის ქცეული, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგული აქვს, ოკეანეებსა და ზღვებზე გასასვლელი აღარ აქვს, ხოლო მის ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - დაჭრილები და/ან დაღუპულები არიან. მე მინდა, ეს ომი დასრულდეს!”- აცხადებს ტრამპი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2დონალდ ტრამპი ზელენსკიზე: თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას ევროპა ურიცხავს და რომლებიც წარსულში გაიძვერა ჯო ბაიდენმა მისცა - მას სულაც არ სურს ამ ომის დასრულება. სავარაუდოდ, არც არასდროს სურდა
- იმედინიუსიტრამპი: იმ ფულით, რასაც ევროპა ზელენსკის აძლევს და რაც თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, ალბათ, არც არასდროს სურდა - მას ორი წლის წინ უკეთესი გარიგების დადება შეეძლო, ვიდრე ახლა, მისი ქვეყანა განადგურებულია, ხოლო უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია
ციტატები სტატიიდან
„მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის — მძევლებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც! ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ამას გამოიწვევს; მე კი მისი ხელმოწერა შემიძლია მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა თავად მოვისურვებ! რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: რუსეთი ძალიან ცოტას (თუ საერთოდ რამეს) აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად - იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო. მსურს, ვითარება ასეც დარჩეს და ასეც იქნება, თუკი გზაზე სულელი ადამიანები არ გადამეღობებიან“
„ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს; მან იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს დიზელის მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის - აშშ-ის ბაზარსაც. ამის გამო დიდად ზარალდებიან ფერმერები, მეცხოველეობით დაკავებული პირები და სხვადასხვა სახის ბიზნესი, თუმცა რუსეთი, ამის მიუხედავად, მსოფლიოს მილიონობით ბარელ დიზელს დაბალ ფასად აწვდის. ზელენსკის ეს არ ადარდებს. გულახდილად რომ ვთქვათ - იმ თანხების გათვალისწინებით, რომლებსაც მას, როგორც ცნობილია, ევროპა ურიცხავს, და იმ ფულისა, რომელიც მას თაღლითმა ჯო ბაიდენმა წარსულში მისცა“
„მას ამ ომის დასრულება არ სურს და, ალბათ, არც არასდროს სურდა. ორი წლის წინ მას შეეძლო, ბევრად უკეთესი შეთანხმებისთვის მიეღწია, ვიდრე ახლა შეუძლია. მისი ქვეყანა ნანგრევებად არის ქცეული, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგული აქვს, ოკეანეებსა და ზღვებზე გასასვლელი აღარ აქვს, ხოლო მის ქვეყანაში მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - დაჭრილები და/ან დაღუპულები არიან. მე მინდა, ეს ომი დასრულდეს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.