პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თქვენთვის, გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. გაბუნიას თქმით, ქართული მუსიკა და კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან, ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან.

გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თქვენთვის, გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას
იმედინიუსი

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ “ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს - ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”.

დეპუტატის თქმით, ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება, არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

“ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

ვერ იმღერებ ისეთ მომღერალთან, ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად.

ქართული მუსიკა, ისევე როგორც ჩვენი კულტურა, დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვარულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას”,- წერს გაბუნია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოგიორგი გაბუნია – ქართული პოლიფონიური მუსიკა ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს, წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, ესაუბროთ ერს, რომელიც არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვას
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი გაბუნი ჰერჩინსკის, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას
  3. POSTVსამთავრობოგიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: „ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან- წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება, სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხტომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები