ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი გაბუნი ჰერჩინსკის, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა. გაბუნიას თქმით, ქართული მუსიკა და კულტურა მარადიულ ღირებულებებს ეფუძნება და რთულია იმ ერს ესაუბრო, რომელსაც ასეთი თავისუფლება და ღირსება აქვს.

გიორგი გაბუნი ჰერჩინსკის, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას
გიორგი გაბუნი ჰერჩინსკის, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობასრუსთავი 2

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ “ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს-ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”.

დეპუტატის თქმით, ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

"ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

ვერ იმღერებ ისეთ მომღერლთან ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად.

ქართული მუსიკა ისევე როგორც ჩვენი კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვრულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას”,- წერს გაბუნია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს. ვერ იმღერებ ისეთ მომღერლთან ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად. ქართული მუსიკა ისევე როგორც ჩვენი კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვრულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?