მუსიკოს კორძის ევროკავშირის ელჩი მხარდაჭერას უცხადებს, „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე კი ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვიეს
მუსიკოს კორძს, რომელსაც ბრალი ედება საზოგადოების შეურაცხყოფაში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ კულტურასა და გამოხატვის თავისუფლებას მიუხედავად იმისა, ხელოვანები მთავრობის მხარდამჭერები არიან თუ მოწინააღმდეგეები. ამასთან, „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე მიწვეულია ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“.

მუსიკოს კორძის, რომელმაც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი მხარდაჭერას უცხადებს. პაველ ჰერჩინსკი არათუ არ გაემიჯნა სიძულვილის ენას, პირიქით, განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებას ემხრობიან. „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე კი მიიწვიეს ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც ასევე აყენებს საზოგადოების უმრავლესობას შეურაცხყოფას.
„ვადასტურებ, რომ ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს კულტურას საქართველოში. საქართველოს აქვს მშვენიერი კულტურა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ. თქვენ გყავთ ბევრი შესანიშნავი ხელოვანი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას და არ ვართ ორიენტირებული იმაზე, იქნებიან ეს მთავრობის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ხელოვანები. ერთადერთი, მხარს ვუჭერთ კულტურასა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ამას ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ“, - განაცხადა მედიასთან ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„ვადასტურებ, რომ ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს კულტურას საქართველოში. საქართველოს აქვს მშვენიერი კულტურა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ. თქვენ გყავთ ბევრი შესანიშნავი ხელოვანი, მუსიკოსი, პოეტი, მწერალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ კულტურას და არ ვართ ორიენტირებული იმაზე, იქნებიან ეს მთავრობის მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ხელოვანები. ერთადერთი, მხარს ვუჭერთ კულტურასა და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ამას ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.