პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

პოლონეთში მემორიალებზე წარწერის - „დიდება უპა-ს“ გაკეთების საქმეზე ექვსი პირი დააკავეს. პოლიციის ვერსიით, დაკავებულები შესაძლოა რუსეთის საგარეო დაზვერვის ინტერესებით მოქმედებდნენ კიევსა და ვარშავას შორის კონფლიქტის გასამწვავებლად.

პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
რადიო თავისუფლება

საქმე ეხება ვოლინში მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა მემორიალურ ძეგლზე, რასაც პოლონეთში გენოციდად მიიჩნევენ, ვარშავის გეტოს გმირების ძეგლსა და პოლონეთის ჯარის 1-ლი არმიის ჯარისკაცების ძეგლზე წარწერებს.

მათზე წითელი საღებავით დააწერეს „დიდება უპა-ს“ [უკრაინის მეამბოხეთა არმია] და დატოვეს სტიკერები QR-კოდებით, რომლებიც ამ შეიარაღებული ფორმირების შესახებ მასალებს შეიცავს.

გამოძიების მონაცემებით, წარწერები 13-დან 14 ნოემბრის ღამეს გაჩნდა. მათ შემსრულებლებს 1000-1000 ზლოტი (დაახლოებით 245 დოლარი) უნდა მიეღოთ. შეკვეთები და ინსტრუქციები "მესენჯერის" საკომუნიკაციო არხით მეშვეობით გადაიცემოდა. გარდა ამისა, ორგანიზატორები ვროცლავში ეძებდნენ სხვა პირებს, რომლებსაც შეეძლოთ მსგავსი წარწერების გაკეთება ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ძეგლებზე.

დაკავებულები არიან პოლონეთის 32 წლის მოქალაქე და უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომელთა ასაკი 16, 19, 24, 20 და 31 წელია.

პოლონელს ბრალი წაუყენეს პოლონეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის სახელით მოქმედებაში, ძეგლის შეურაცხყოფასა და თაღლითობაში. 24 და 31 წლის ორ უკრაინელს ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა, უცხოური დაზვერვის საქმიანობაში მონაწილეობის ორგანიზება და ძეგლის შეურაცხყოფა. გამოძიებამ სასამართლოს მათი დაპატიმრება სთხოვა, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა, რის გამოც ისინი დეპორტირებულ იქნენ.

პოლონეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ დაკავებულებს შეეძლოთ ემოქმედათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო კიევსა და ვარშავას შორის კონფლიქტის გამწვავებით ისტორიასთან, მათ შორის უპა-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნოემბრის დასაწყისში გამოცემა Most-ი წერდა, რომ ბელოსტოკის ემიგრანტულ ტელეგრამ-ჩატში ეძებდნენ ადამიანებს, ვინც მზად იყო პოზნანში მდებარე ძეგლებზე „დიდება უპა-ს“ დაეწერა, სამუშაოსთვის კი 500 დოლარს ჰპირდებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივაწაიკითხე

უახლესი ამბები