პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას და არასდროს მდგარა სახელმწიფო გადატრიალებისა თუ მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის არასდროს უჭერდა მხარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა თუ სხვა ძალადობრივ მოვლენებს. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ დაუსვა კითხვა, რომ როდესაც 4 ოქტომბრის ძალადობის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს, როგორია ევროკავშირის პოზიცია ახლა.
„ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან, ვინც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას, არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან
პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირს არასდროს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც სხვაგან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…