პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას, არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის და არასდროს მდგარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების უკან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია იცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

დიდხნიანი დუმილის შემდეგ ევროკავშირის ელჩი მედიასთან გამოჩნდა. პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რატომ არ სცემს ამ დრომდე პასუხს მედიებიდან წარმომადგენლობაში გაგზავნილ არაერთ წერილს, გმობს თუ არა ძალადობას და იზიარებს თუ არა, რადიკალიზმის წახალისების შესაძლო შედეგებს.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ეწინააღმდეგება თუ არა პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს. რამდენად მისაღებია ძალადობა, რის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა მტევანი დაკარგა. 16 წლის ახალგაზრდა თვალის გარეშე დარჩა. 14 წლის მოსწავლეს კი ყბა მოტეხეს. ამ საკითხზე კითხვები მმართველი გუნდის მხრიდანაც დაისვა.
როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირს მხარი ძალადობისთვის არასოდეს დაუჭერია:
"ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას. ჩვენ ვიცავთ ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ ღირებულებების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, ეს საბაზისო უფლებები დაცული იქნება ყველგან. არასდროს არ ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან და მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან ვინც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიპაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირს არასდროს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც სხვაგან
- იმედინიუსიპაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში არ უჭერს მხარს ძალადობას. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას. ჩვენ ვიცავთ ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ ღირებულებების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, ეს საბაზისო უფლებები დაცული იქნება ყველგან. არასდროს არ ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკან და მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა მთავრობასთან ვინც იცავს დემოკრატიულ პრინციპებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…