ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთის მოვლენებზე ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილზე: ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვას

ქართული ოცნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე და ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არსად უჭერს მხარს ძალადობას და მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი და ევროპელების დუმილი გააკრიტიკა.

პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთის მოვლენებზე ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილზე: ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვას
პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთის მოვლენებზე ევროპელი მაღალჩინოსნების დუმილზე: ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვასიმედინიუსი

საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკამ“ კითხვა დაუსვა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რატომ დუმან ევროპელი მაღალჩინოსნები საფრანგეთში მიმდინარე ძალადობაზე. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ისინი ძალადობას არ უჭერენ მხარს არც საქართველოში, არც სხვა ქვეყანაში და მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების უფლებების დაცვას.

„ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების უფლებების დაცვას და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბაზისო პრინციპები ყველგან დაცული იქნება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღეს აღნიშნული თემაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, რომელიც წერს: „ საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“.

ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. კიდევ ერთი შემთხვევა ლანსში მოხდა, სადაც 15 წლის მოზარდს ხელი მტევანი მოსწყდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირის არასდროს უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების უფლებების დაცვას და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბაზისო პრინციპები ყველგან დაცული იქნება“
პაველ ჰერჩინსკი
„საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ - ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას, არასდროს ვმდგარვართ სახელმწიფო გადატრიალების და მთავრობის ცვლილების მცდელობის უკანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები