შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ ის მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ძალადობის წახალისებასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მოითხოვა, მან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა მკაფიოდ დაგმოს.

ნაცვლად იმისა, რომ ნოტაციები გვიკითხოს და ჭკუა გვასწავლოს ქართველ ხალხს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმა მმართებელმა, ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს. მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს. მაშინ, როდესაც მანამდე, თვეში ლამის რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან მიმართებით გააკეთა.
მან ისაუბრა საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკულ შეფასებაზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ანგარიშში ახალი და იმისგან განსხვავებული, რაც შარშან იყო, არაფერი იქნება და „ვერც ჩაიწერებოდა, იმიტომ, რომ ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ“.
„ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის პოლიტიკური კომუნიკე, რომელსაც ბრიუსელი კიდევ ერთხელ აქვეყნებს. ეს დოკუმენტი გამოიყენა თავდასხმისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოზე თავდასხმა, რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ. რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. ვიცი, რა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მეც მაინტერესებს, მას აქვს დრო და შეუძლია კიდევაც მიპასუხოს მე - დღეს, არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან, დღემდე, ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას. დღემდე, ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი და ეს ასევე ვნახეთ დოკუმენტში, ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას. რომ მივხვდეთ, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - დღეს უკვე ვიცით, რომ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილით“ თავს ესხმოდნენ და წვავდნენ სხვებს, ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ „ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მკვლელობა“ - ასე ჰქვია საფრანგეთში. საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად ითხოვს, მათ, ვინც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ, გათავისუფლებას. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა? ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს დღეს, ბრიფინგიდან აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მეორე საკითხი ეხება იმ პირებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს და შეწყალებით მიმართეს პრეზიდენტს, აღიარეს დანაშაული, „და ამ ადამიანებზე ამბობენ, რომ იყვნენ თვითნებურად დაკავებული, ესეც არის ძალადობის წახალისება“.
„ამიტომ, გვაინტერესებს დღეს, კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია. რაც შეეხება სასამართლოებს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში - მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არამედ დანიშნოს უცხოელმა, ანუ რასა იუკნევიჩიანეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. ეს იმისთვის უნდათ, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს...
ნაცვლად იმისა, რომ ნოტაციები გვიკითხოს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმა მმართებელმა, ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობრივ კამპანიას - „მოლოტოვის კოქტეილი“ და რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი - ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს. მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს. მაშინ, როდესაც მანამდე, თვეში ლამის რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის და მისი დაუდევრობა იმ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა. ამიტომ მისი ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ: გავიდა 13 თვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისგან. თქვას, პირდაპირ და მკაფიოდ, გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენს საქმე გვაქვს მოძალადეების მხარდამჭერ ბიუროკრატიასთან, რომელთანაც სანამ ისინი რიტორიკას არ შეიცვლიან, ძნელია, რომ რაიმე გვქონდეს სალაპარაკო.
ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოც ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და მან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე და ამ თავხედობაზეც იმედია, რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი. როგორ ბედავს ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს, რა არის კონსტიტუციური და რა არა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან თუ ვინ, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ. დღევანდელ ბრიფინგზე ერთადერთი რამ აინტერესებს ქართველ ხალხს, ბატონი ჰერჩინკსი გამოვა მთავარმმართებლის პოზით და დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, გაემიჯნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამ საკითხებს ახსნის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილი
კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშზე
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით: „ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“
„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: “გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”
ციტატები სტატიიდან
„ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის პოლიტიკური კომუნიკე, რომელსაც ბრიუსელი კიდევ ერთხელ აქვეყნებს. ეს დოკუმენტი გამოიყენა თავდასხმისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოზე თავდასხმა, რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ. რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. ვიცი, რა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მეც მაინტერესებს, მას აქვს დრო და შეუძლია კიდევაც მიპასუხოს მე - დღეს, არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან, დღემდე, ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას. დღემდე, ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი და ეს ასევე ვნახეთ დოკუმენტში, ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას. რომ მივხვდეთ, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - დღეს უკვე ვიცით, რომ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილით“ თავს ესხმოდნენ და წვავდნენ სხვებს, ევროპის ერთ-ერთ კუთხეში, საფრანგეთში უწოდებენ „ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მკვლელობა“ - ასე ჰქვია საფრანგეთში. საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკი კომისიის დოკუმენტთან ერთად ითხოვს, მათ, ვინც სხვების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ, გათავისუფლებას. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა? ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს დღეს, ბრიფინგიდან აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და რომელიც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის“
„ვერც ჩაიწერებოდა, იმიტომ, რომ ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ“
„ამიტომ, გვაინტერესებს დღეს, კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან განცხადება, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია. რაც შეეხება სასამართლოებს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში - მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არამედ დანიშნოს უცხოელმა, ანუ რასა იუკნევიჩიანეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. ეს იმისთვის უნდათ, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს... ნაცვლად იმისა, რომ ნოტაციები გვიკითხოს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმა მმართებელმა, ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობრივ კამპანიას - „მოლოტოვის კოქტეილი“ და რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი - ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს. მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს. მაშინ, როდესაც მანამდე, თვეში ლამის რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის და მისი დაუდევრობა იმ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა. ამიტომ მისი ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ: გავიდა 13 თვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისგან. თქვას, პირდაპირ და მკაფიოდ, გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენს საქმე გვაქვს მოძალადეების მხარდამჭერ ბიუროკრატიასთან, რომელთანაც სანამ ისინი რიტორიკას არ შეიცვლიან, ძნელია, რომ რაიმე გვქონდეს სალაპარაკო. ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოც ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და მან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე და ამ თავხედობაზეც იმედია, რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი. როგორ ბედავს ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს, რა არის კონსტიტუციური და რა არა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან თუ ვინ, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ. დღევანდელ ბრიფინგზე ერთადერთი რამ აინტერესებს ქართველ ხალხს, ბატონი ჰერჩინკსი გამოვა მთავარმმართებლის პოზით და დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, გაემიჯნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამ საკითხებს ახსნის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…