ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის 12-მა სენატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, გააუქმოს ვლადიმირ პუტინთან მიღწეული შეთანხმება რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერების შესახებ, რასაც ისინი მოწინააღმდეგისთვის „საჩუქრად“ და მოკავშირეების მიმართ „ღალატად“ აფასებენ.

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"
სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ტრამპისადმი ექვსი დემოკრატი და ექვსი რესპუბლიკელი სენატორის წერილი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

წერილის ასლი გაუგზავნეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს.

„ტირანი“ პუტინისთვის „საჩუქარი“ და მოკავშირეებისადმი „ღალატი“

ამერიკელი სენატორების თანახმად, აშშ-ის შუამავლობით უკრაინაში მშვიდობა უნდა დამყარდეს სამართლიანი პირობებით, ტრამპის მიერ პუტინთან მიღწეული შეთანხმება კი არ გამოიწვევს არც სამართლიან შედეგებს და სასარგებლო არ იქნება არც ამერიკელებისთვის.

რუსული დიზელის საწვავისთვის სანქციების გაუქმება „ტირან“ პუტინს უზრუნველყოფს თავისი სამხედრო მანქანის დაფინანსების დამატებითი წყაროთი და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

სენატორების განცხადებით, რუსეთთან ეს გარიგება არის „საჩუქარი“ აშშ-ის მოწინააღმდეგისთვის და „ღალატი“ მოკავშირეების მიმართ, ამიტომ უნდა გაუქმდეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს დემოკრატმა სენატორებმა დიკ დურბინმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ჯინ შაჰინმა, შელდონ უაიტჰაუსმა, ჯეკ რიდმა და კრის კუნსმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ტომ ტილისმა, სიუზან კოლინზმა, ალან არმსტრონგმა, ლიზა მურკოვსკიმ, მიჩ მაკკონელმა და ჯონ კორნინმა.

9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები.

თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.

აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?