პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება - მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გუდაურში ზამთრის სეზონისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. შენდება ახალი საბაგიროები, ეწყობა სასრიალო ტრასები და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, ხოლო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება.

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება - მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთავი 2

ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი - ეს იმ მთის კურორტების მცირე ჩამონათვალია, სადაც ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს ერთდროულად გაიხსნება.

ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"სნოუპარკის" არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - "ხადასა" და

"სნოუპარკის" - დემონტაჟი კი, უკვე დასრულებულია.

პარალელურად მიმდინარეობს ახალი სასრიალო ტრასების - "კობი 3-ისა" და "ტატრა 3-ის" მოწყობა, რომელთა საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ, გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

დაწყებულია "სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, დაგეგმილია "ახალი გუდაურას" ტრასის განათებაც, სადაც ღამით სრიალი შესაძლებელი იქნება

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა ბიზნეს სექტორისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა როგორც შიდა ტურიზმს განვითარებას, ისე უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებასაც გამოიწვევს.

მთის კურორტები განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სასრიალო ტრასებით დამსვენებლებს დეკემბრიდან უმასპინძლებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
  2. BM.GEოპოზიციურიმთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება
  4. იმედინიუსისამთავრობოლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
  5. რუსთავი 2სამთავრობოლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გუდაურში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები