ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ განაცხადა, რომ ზამთრის სეზონი ოთხივე კურორტზე 20 დეკემბერს გაიხსნება. მისი თქმით, გუდაურში ახალი საბაგიროები, სასრიალო ტრასები და გათოვლიანების სისტემა ეწყობა.

უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. ეს დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისი თქმით, გუდაურში 2026-2027 წლის სათხილამურო სეზონისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ვიზიტორებს გუდაურში წელს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშოების დაწყებას, პარალელურად, ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA
ირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება
ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება - მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…