ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში 20 დეკემბერს გაიხსნება. გუდაურში ახალი საბაგიროები, ტრასები და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ეწყობა.

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTABM.GE

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის. სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი 3-ისა“ და „ტატრა 3-ის“ - მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.